
2 თებერვალს - დასავლეთში, ხოლო – 3-ში აღმოსავლეთ საქართველოში მორიგი უამინდობა გველის - ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს.
"დასავლეთ საქართველო:
3 თებერვალს ამინდი მკვეთრად გაუარესდება:
• დაბლობში მოსალოდნელია წვიმა;
• დასავლეთის ქარი გაძლიერდება 20-25 მ/წმ-მდე;
• ტემპერატურა დაიკლებს;
• ზღვაზე შექიმნება შტორმული სიტუაცია;
• მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
აღმოსავლეთ საქართველო:
უამინდობა ძირითადად ქარში გამოიხატება:
• 3 თებერვლის საღამოდან და 4 თებერვლის ღამით დედაქალაქში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, სიჩქარით 22-27 მ/წმ.
• ტემპერატურა ისევ დაიკლებს”, - დაწერა კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში.