რეზონანსი
02.02.2026

ზესტაფონში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. ემიგრაციაში მყოფი დედა, გარდაცვლილი შვილების კადრებსაც ავრცელებს.

„ისტორია, რომელიც ჩემი შვილების სისხლით დაიწერა… ეს საშინელებაა დედი, ჩემო შვილებო“ – წერს ფატი ჭელიშვილი.

შეგახსენებთ, 11 წლის წინ, ზესტაფონში მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა – 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული

სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.

სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.

2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×