რეზონანსი
02.02.2026

„ერთი ერთზე მეჩხუბე, ჩემი დედა ვატირე“.... ეუბნება ეკა ბესელიას შვილი პოლიციელს. გარდა იმისა, რომ პოტენციური მკვლელია, რომელიც მძიმე ალკოჰოლური თრობის ქვეშ საჭესთან ზის, უპატივცემულოდ ეპყრობა პოლიციას და აგინებს საკუთარ დედას - წერს ექსპერტი ნონო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით,  ნაცვლად იმისა, რომ ბესელიამ ბოდიში მოიხადოს და დამნაშავე საკუთარ შვილში იპოვოს, პირიქით - აქეთ არის გონორზე და სახელმწიფოს ემუქრება.

„ერთი - ერთზე მეჩხუბე, ჩემი დედა ვატირე - ეუბნება ეკა ბესელიას შვილი პოლიციელს. გარდა იმისა, რომ პოტენციური მკვლელია, რომელიც მძიმე ალკოჰოლური თრობის ქვეშ საჭესთან ზის, უპატივცემულოდ ეპყრობა პოლიციას და აგინებს საკუთარ დედას. აი, ამ ყველაფრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ბესელიამ ბოდიში მოიხადოს და დამნაშავე საკუთარ შვილში იპოვოს, პირიქით, აქეთ არის გონორზე და სახელმწიფოს ემუქრება. მე მინდა ყველა დედას შვილი კარგად უმყოფოს ღმერთმა, უბრალოდ მადლობა იმ პოლიციელს, რომელმაც მოთმინებით აიტანა თავხედი მთვრალი კაცის შეურაცხყოფა. ეკა ბესელიამ კიდეv მადლობა უნდა თქვას, რომ ეს შემთხვევა საქართველოში მოხდა და არა ამერიკაში, სადაც დაუმორჩილებლობის პირველივე წამებში პოლიციელები იარაღიდან ისვრიან“, - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×