რეზონანსი
02.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ.

"სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×