რეზონანსი
31.01.2026

განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი - ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოცნებოდა სწორედ ივანე ჯავახიშვილი და ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას.

მისი თქმით, „სტუდენტისთვის კარგის მეტი ამ რეფორმით არაფერი ხდება“ და მიაჩნია, რომ სტუდენტი, რომელიც შეცდომაში არ არის შეყვანილი, აქ ცუდს ვერაფერს ნახავს. მეტრეველის განცხადებით, ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო გავლენიანი გახდება და დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდება.

„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ვგულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან თითოეული ახალგაზრდა ოცნებობს, რომ რაც შეიძლება გავლენიან, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა მის დიპლომს კარგ ძალას და დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია, რომელიც დღეს ხორციელდება“, - აღნიშნა მეტრეველმა.

ნიკოლოზ მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში, მათი სადმე გაშვება და არასრულფასოვანი ინტეგრაცია არ ხდება. მისივე განცხადებით, ეს არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც მათთვისაც კარგი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×