რეზონანსი
31.01.2026

უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, მეტრეველმა აღნიშნა:

„გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა განადგურდება ან რომელიმე მეცნიერი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული. ბუნებრივია, დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ შესაძლოა, გია ნოდია, ლევან რამიშვილი ან დიმიტრი შაშკინი იყვნენ ჩართული, რომლებიც ღვაწლმოსილ ხალხს სისხლის დალევით ემუქრებოდნენ. ალბათ, ახალაია რომ იყო გარეთ, მის ჩართვასაც მოითხოვდნენ განათლების რეფორმაში. მინდა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობასაც და აკადემიურ პერსონალსაც მივმართო - თუ გაქვთ სურვილი, არის აბსოლუტური გახსნილობა, მინისტრი და მისი მოადგილეები სრულ მზაობას აცხადებენ დიალოგისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

მანვე, სააკაშვილის მხრიდან რეფორმაზე საუბარს უტიფრობა უწოდა, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, სწორედ მის ოჯახს აქვს მიტაცებული.

„ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს - ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად. განათლების რეფორმაზე დარდობენ თურმე, ეს ადამიანი და მისი გარემოცვა, რომლებმაც წლების განმავლობაში უდიდესი ზიანი მიაყენეს განათლების სისტემას“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×