რეზონანსი
31.01.2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებიც თსუ-სთან გაერთიანების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მიმართა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. როგორც გურგენიძემ აღნიშნა, გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს.

„ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ. თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრებ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს“,- განაცხადა რექტორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუ-ის პროფესორები და სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერებით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×