რეზონანსი
31.01.2026

გერმანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მიხეილ ბინიაშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია საერთაშორისო კიბერთაღლითური ქსელის, "მილტონის ჯგუფის" საქმეში, ამავე ქსელში შედიოდა ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამანთ იოსიფი, რომლის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ ალბანური და გერმანული მედია ავრცელებს.

პრესა წერს, რომ მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში თაღლითურმა ქსელმა ქოლცენტრების მეშვეობით 1000-ზე მეტ მოქალაქეს, 230 მილიონ ევროს ოდენობით მიაყენა.

ბამბერგის გენერალური პროკურატურის და ბავარიის კიბერდანაშაულის ცენტრის ცნობით, მიხეილ ბინიაშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მიშკა“, ხელმძღვანელობდა ქსელს, რომელიც მოქმედებდა ალბანეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინაში ქოლცენტრების მეშვეობით და ევროპის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებს სთავაზობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბინიაშვილი მხოლოდ ტირანაში დაახლოებით 600 თანამშრომლით დაკომპლექტებულ ქოლცენტრს მართავდა, რომელიც მინიმუმ 28 თაღლითურ პლატფორმას აერთიანებდა და გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ასობით მოქალაქეს ფინანსურ ზიანს აყენებდა. მას ასევე ბრალი ედება PumaTS-ის სახელწოდების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, რომელსაც ინტერნეტში 400-ზე მეტი თაღლითური ფინანსური ვებსაიტი იყენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×