რეზონანსი
31.01.2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ აგენტურამ საკუთარი სახე უკვე გამოავლინა.

„აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როდესაც ადამიანი ებრძვის გამჭვირვალობას იქ იკვეთება მისი ნამდვილი სახე. გრანტების შესახებ ცვლილება კანონშიც ამას ემსახურება, როდესაც ადამიანს უნდა თავიანთი ბნელი მიზნებისთვის ფულის მიღება და ქვეყანაში არეულობის დატრიალება, ის ვალდებულია ჰკითხოს სახელმწიფოს ამ გრანტების მიღების უფლებას აძლევს თუ არა. სახელმწიფომ თუ თვალი დახუჭა ამ თანხების მიღებაზე და ყველას მისცა შესაძლებლობა ეს ბნელი ფული აიღონ, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება და სუვერენიტეტიც ჩამოიშლება“, - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული არასამთავრობოები და ონლაინ-გამოცემები ამხილა, მათ შორის, ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას ორგანიზაციების ესტონური ოფისები, რომლებიც ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გრანტების შესახებ კანონის წინააღმდეგ, ახალი კამპანია დაიწყო და

სოციალურ ქსელში ქარდები გამოაქვეყნა.

მმართველი გუნდი მანიპულაციასა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ რეალურად, კანონის მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა, რას ხმარდება საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×