რეზონანსი
31.01.2026

ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესზე საუბრისას. საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების რეგულირების პროცესში საპარლამენტო კომისია მომდევნო კვირიდან ჩაერთვება.

„ფასნამატი საკვებ პროდუქტებზე, საშუალოდ, შეადგენს 86%-ს. აღნიშნული მაჩვენებელი უაღრესად მაღალია. ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან. საცალო ქსელის ოპერატორებთან. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ კომერციული ურთიერთობები: რა პირობები არსებობს, ვის გააჩნია უპირატესობა. აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ ბიზნესს დავეხმაროთ. მათი საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდეს. სხვაობა ნიშნავს, რომ რაღაც სტრუქტურული პრობლემაა ფასწარმოქმნაში. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს - ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. სავარაუდოდ, ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს. ასევე, საქართველოში მოქმედ საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს. შემდეგი კვირიდან კი საკითხზე მუშაობას სამთავრობო კომისიასთან ერთად საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×