რეზონანსი
31.01.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქარდებს აზიარებს და აღნიშნულ ორგანიზაციას დეზინფორმაციის წყაროდ მოიხსენიებს.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონი იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიუღიათ.

„გამჭვირვალობა კიარა, დეზინფორმაციის წყარო ხართ!  გამჭვირვალობის კანონი იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ალბათ,  რაც კი მიგვიღია !“- წერს ირაკლი ჭეიშვილი

ცნობისთვის,  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამასთან დაკავშირებით კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სოციალურ ქსელში ქარდები გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×