რეზონანსი
31.01.2026

დასავლეთ აზია შედის რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის ეტაპზე. ნეიტრალიტეტის და არმიერთების რიტორიკის უკან ყალიბდება ორი სხვადასხვა თავდაცვის არქიტექტურა, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა მიდგომებსა და პრიორიტეტებს. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია ინდოეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების (აგე), და ისრაელის გაღრმავებულ სტრატეგიულ დაახლოებასთან, რაც დასტურდება აგე-ს პრეზიდენტის მუხამედ ბინ ზაიედის მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტით ნიუ-დელიში. მას ეწინააღმდეგება უფრო თავისუფალი, თუმცა იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული ბლოკი, რომლის ბირთვს წარმოადგენენ პაკისტანი და საუდის არაბეთი, თურქეთისა და ეგვიპტეს შესაძლო მონაწილეობით. 

საუბარია არა ცივი ომის ეპოქის ხისტ ბიოპოლარულობაში დაბრუნებაზე, არამედ ურთიერთმოქმედების უფრო მოქნილ და ტრანსზაქციულ მოდელზე, რომელსაც თან ახლავს დამატებითი რისკები რეგიონალური სტაბილურობისთვის.

შესაძლებლობებზე დაფუძნებული პარტნიორობა

ინდოეთისა და აგე-ს თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობა ასახავს უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებთან პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ ელემენტებს: ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ურთიერთმოქმედება თავდაცვით მრეწველობაში, არაბეთის ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სადაზღვევო ინფორმაციების გაცვლა და ასევე თანამშრომლობის განვითარება კიბერ-უსაფრთხოებასა და კოსმოსში. წინა რეგიონალური შეთანხმებებისგან განსხვავებით, აღნიშნული პარტნიორობა ფოკუსირებულია რეალურ შესაძლებლობებსა და ოპერატიულ თავსებადობაზე.  

ინდოეთისთვის, აგე არის არა მხოლოდ ენერგეტიკული პარტნიორი და სავაჭრო კვანძი, არამედ ინდოეთის ოკეანეს და სპარსეთის ყურის უსაფრთხოების სისტემის მთავარი მონაწილე, - ეს რეგიონია, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნების სავაჭრო, დიასპორული და ენერგეტიკული ინტერესებისთვის. აბუ-დაბისთვის ინდოეთი არის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიული სიღრმის წყარო უსაფრთხოების დასავლეთ მოდელებისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური დატვირთვის გარეშე. 

ისრაელის როლი ახალშექმნილ ღერძში

კავშირი ისრაელთან ატარებს სისტემურ ხასიათს და უმატებს ამ ღერძს დამატებით სტრატეგიულ წონას. თავდაცვითი ურთიერთობები ინდოეთსა და აგე-ს შორის აუცილებლად უნდა განვიხილოთ ისრაელთან სამმხრივ ურთიერთმოქმედებასთან ერთად, მათ შორის I2U2-ს ფორმატის ფარგლებში, რომელიც ჩამოყალიბდა აბრაჰამის (Abraham Accords) შეთანხმებების შემდეგ. 

ინდოეთმა და ისრაელმა უკვე დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი კავშირი თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც აერთიანებს სარაკეტო სისტემებს, უპილოტო აპარატებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, რადიოელექტრონულ ბრძოლას და დაზვერვას. აგე-სა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებამ გახადა აღნიშნული ორმხრივი კავშირი თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონალურ ფაქტორად. 

საუბარი მიდის არა სიმბოლურ ჟესტებზე, არამედ უსაფრთხოებისადმი კომპლექსურ მიდგომაზე. სამივე ქვეყანა ებრძვის გადაკვეთილ საფრთხეებს, ექსტრემიზმიდან და უპილოტო და რეკეტული ტექნოლოგიების გავრცელებიდან - არასახელმწიფო აქტორების საქმიანობისა და საზღვაო უსაფრთხოების საფრთხეებამდე. 

ისრაელისთვის, ეს თანამშრომლობა ამცირებს რეგიონალური იზოლაციის დონეს და აინტეგრირებს ქვეყანას აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურაში. ინდოეთისთვის ის ხსნის ისრაელის ტექნოლოგიების სპარსეთის ყურეს უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას, ხოლო აგე-სთვის  - წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას,  სტაბილურობასა და პროგნოზირებაზე ორიენტირებული პარტნიორების ხარჯზე. 

კონტრბლოკი და შიდა დაპირისპირებები

ახლად ფორმირებული პაკისტანურ-საუდის არაბეთის თავდაცვის სფეროში ურთიერთმოქმედება ვითარდება სხვა ლოგიკით. მის საფუძველში დევს  როგორც შესაძლებლობების ინტეგრაცია, ასევე პოლიტიკური დემონსტრაცია და რეჟიმების მდგრადობის უზრუნველყოფა. პაკისტანი სთავაზობს სამხედრო კადრებს, ასოცირებული ბირთვულ შეკავებასთან და იდეოლოგიური ზეგავლენა მუსულმანური სამყაროს ნაწილში, მაშინ როდესაც საუდის არაბეთი უზრუნველყოფს ფინანსური რესურსები, ლეგიტიმურობა და სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდგომარეობა.

თურქეთის და ეგვიპტეს პოტენციური მონაწილეობა გააძლიერებდა ამ ბლოკს რაოდენობრივად, თუმცა ამავდროულად გაამწვავებდა შიდა დაპირისპირებებს. სუნიტური ისლამის საფუძველზე ფორმალური გაერთიანების მიუხედავად, მონაწილეების ინტერესები განსხვავებულია. თურქეთის არა-ოსმანური ამბიციები, პაკისტანის შიდა არასტაბილურობა, საუდის არაბეთის ფრთხილი პრაგმატიზმი და ეგვიპტეს უსაფრთხოების პრიორიტეტები არ ქმნიან ერთიან ოპერატიულ დოქტრინას. მათთვის საერთოა შიშების თანხვედრა - ირანის ფაქტორიდან და ისრაელის როლის გაძლიერებიდან, ინდოეთის და დასავლეთ აზიის გავლენის ზრდამდე.

უსაფრთხოების ორი მიდგომა

მაშინ, როდესაც კავშირები კარგავენ მდგრადობას, და ინტერესები - მოქნილობას, დასავლეთ აზია თანდათან პოზიციონირებს ორ მიდგომას შორს უსაფრთხოების ნაწილში, რომელიც განისაზღვრება არა რელიგიით ან გეოგრაფიით, არამედ  მართვის მოდელებითა და საფრთხეების აღქმით.

ერთის მხრივ, ყალიბდება პრაგმატული ღერძი, რომელიც ფოკუსირებულია ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და არასახელმწიფოებრივი საფრთხეების ხისტ შეკავებაზე. მეორეს მხრივ - უფრო ტრადიციული ბლოკი, რომელიც ეყრდნობა იდენტობის პოლიტიკას, დემოგრაფიულ პოტენციალსს და სტრატეგიულ გაურკვევლობას. 

ისრაელისთვის აღნიშნული პროცესი არ ნიშნავს უარს აშშ-სა და ევროპასთან პარტნიორობაზე, და არის მხოლოდ მათი დანამატი, რომელიც ქმნის მდგრადობის დამატებით ელემენტებს. ამავდროულად, ის უთითებს აზიური მიმართულების მზარდ მნიშვნელობაზე ქვეყნის რეგიონალურ პოლიტიკაში. 

საუბარი არ მიდის ქვეყნების არჩევანზე მეტოქეობის გამო, არამედ იმის აღიარებაზე, რომ უსაფრთხოების ვაკუუმი ივსება. თანამედროვე დასავლეთ აზიაში გავლენა კონცენტრირდება იმ მხარეებთან, რომლებიც მზად არიან ინვესტირებისთვის სტაბილურობასა და თანამშრომლობაში, მაშინ როდესაც სხვა მხარეები რისკავენ მოექცნენ რეაგირების პოზიციაში და არა მომავალი რეგიონის ფორმირებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×