
CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი და კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს.
ABC News-ის ინფორმაციით, დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალდებები ჯერ არ არის ცნობილი. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა, განაცხადა, რომ საქმე ჯერ არ გასაჯაროებულა.
ინციდენტი 18 იანვარს მოხდა, როდესაც მომიტინგეები წმინდა პავლეს ეკლესიაში შეიჭრნენ. მომიტინგეების თქმით, ერთ-ერთი პასტორი წმინდა პავლეს ICE-ის საველე ოფისის მოვალეობის მოქმედი დირექტორია.
გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, განაცხადა, რომ პარასკევს დილით, ლემონი, მინესოტას შტატში მოღვაწე ჟურნალისტი, ჯორჯია ფორტი და კიდევ ორი პირი, მისი მითითებით დააკავეს.
პროტესტთან დაკავშირებით მანამდე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. ბონდიმ გასულ კვირას სოციალურ მედიაში განაცხადა: „ჩვენ არ ვეგუებით თავდასხმებს ღვთისმსახურების ადგილებზე“.