რეზონანსი
30.01.2026

მარნეულში მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.  ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მარნეულინიუსი" ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი სოფელ სადახლოს მკვიდრი იყო. მომხდარი ავარიის შედეგად სანან შარიფოვს სხეულისა და კისრის მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ის თავდაპირველად მარნეულის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

ავარია სოფელ ბაიდარში 28 იანვარს მოხდა - პატარძლის ოჯახში მიმავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 2 და მძიმედ დაშავდა 1 ადამიანი.

"მარნეულინიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×