რეზონანსი
30.01.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ზემო აჭარაში სამთო ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარების განხილვას სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც ანანიძე წერს, სხდომაზე სწორი მიდგომები გაჟღერდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი.

"დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მოვისმინეთ სწორი ფორმულა, მიდგომები - თუ როგორ უნდა განვითარდეს სამთო ინფრასტრუქტურა და ტურიზმი ზემო აჭარაში. ამავდროულად, სულხან თამაზაშვილის და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის." - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×