რეზონანსი
30.01.2026

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ესტონეთის ოფისის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციასა და ფოტო-მასალაზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა. 

დეპუტატი ამ ინფორმაციასა და ფოტო-მასალას შოკისმომგვრელ მაგალითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ქმედება ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობას.

„ეს არის ძალიან აშკარა და ფაქტობრივად შოკის მომგვრელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ღირებულებითი დეგრადაცია არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში. ისინი ღიად და აშკარად საუბრობენ, რომ არ სურთ დემოკრატიის პრინციპების დაცვა საქართველოში და სხვა ქვეყნებში - ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ დაიცვან ეროვნული კანონმდებლობა. მათი ქმედება ეწინააღმდეგება არამარტო საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობასაც. ასე რომ, ამაზე მეტი ცინიზმი და უსამართლო დამოკიდებულება რაღა უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან. მათი მაღალი რანგის ჩინოსნები პირდაპირ თანადგომას უცხადებდნენ ძალადობრივი ამბოხების მონაწილეებს, აფინანსებდნენ ძალადობას და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ხელს უწყობდნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×