რეზონანსი
30.01.2026

„მოსკოვის მექანიზმის“ მისიის შექმნის ინიციატორი პოლონეთია. ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის ძმაკაცებისგან და მეგობრებისგან ადამიანის უფლებებზე შენიშვნებს ვერ მივიღებთ. დონალდ ტუსკია ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილი დემოკრატად გამოაცხადა და ყრილობაზე ცარიელი სკამი დაუდგა, დითირამბები შეუქმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მა ქვეყანამ „გაააქტიურეს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვენ“.

„ეს არის მორიგი მაგალითი, როგორ ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის გამოყენება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვის, დამორჩილებისთვის. ასეთი ინიციატივების მოტივაცია სწორედ ეს არის. ეს იქნება „მეგობარი აქტები“, რეზოლუციები. ეს არის ერთი და იმავე მეთოდი ქართველი ხალხის დაშინების მცდელობის მაშინ, როდესაც ღია კარს ამტვრევენ. მზად ვართ, დიალოგისთვის და ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე. ბრიუსელის მხრიდან ამის საპირისპიროდ ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას ვხედავთ. ხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან, ამიტომაც არიან იქ, სადაც არის ბრიუსელი. ამერიკის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს რომ არ ხვდება, სწორედ ასეთი არაკვალიფიციური პოლიტიკის გამო, რაც, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩანს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ დიალოგს, საუბარს. ეს არის აბსოლუტურად არაევროპული ქცევა. ასეთი სახის გადაწყვეტილებები სწორედ ამის გამოვლენაა. საქართველოს მოსახლეობის შანტაჟის, ზეწოლისა და დაშინების სურვილია. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. არ არსებობს საკითხი და კითხვა, რაზეც საუბარი არ შეგვიძლია.  საძაგელი სიყალბე, რომელიც „ბიბისიმ“ საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა, თითქოს, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნივთიერება ნამყოფიც არ არის და ბრიტანეთში მოიკითხონ, ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, თუ რაიმე კითხვა, გამოძიების მასალები არსებობს საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას უფლება მისცეს, გაეცნონ.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, თუ რაიმე კითხვაა, გამოძიების მასალები არსებობს და მზად ვართ, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას უფლება მივცეთ, გაეცნონ. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე რამდენმა მიმართა? ნულმა. უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და შემდეგ კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან, ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო. ეს არის მომხსენებლის მექანიზმი, რომელიც სხვა ინსტიტუტებსაც აქვთ. ეს არის მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ საკუთარ ანგარიშს, მოსაზრებებს და რეკომენდაციებს შეადგენს. ეს არ არის არც გამოძიებ, არც სასამართლო, არც სავალდებულო რაიმე შინაარსის. ეს არის ფაქტების შემსწავლელი მისია. იცით, ვინ არის ამ მექანიზმის შექმნის ინიციატორი? რამდენადაც ვიცი, პოლონეთია. ეს ის პოლონეთია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში ჯეიმს ბონდი ექიმი რომ შემოგვაპარა, რომელსაც წინდებით გაჰქონდა სააკაშვილის ნერწყვი თუ სხვა მასალა. ეს ის პოლონეთია. ის ადამიანი პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი, სპეცაგენტივით ექიმი რომ იყო. თავის დროზე უნდა გამოგვეძიებია ის, რაც მათ მოაწყვეს. ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. რა გგონიათ, მისი მიზანი იყო, რომ კვლევა ჩაეტარებინათ? ამოცანა იყო, გარკვეული სცენარი შეექმნათ, თითქოს, რაღაც მასალა გამოიტანეს და აღმოაჩენდნენ, რკინებს, ტიტანიუმებს, კამიტებს სააკაშვილის ორგანიზმში. შემდეგ იტყოდნენ, რომ ეს ფარულად მოპოვებული მასალა იყო. ამას პოლონეთის მაშინდელი ხელისუფლება გვიკეთებდა. დღემდე, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის გვერდში მდგომები არიან. ტუსკი იყო „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, რომელმაც ცარიელი სკამი დადგა სააკაშვილის წარწერით და კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა წამების სისტემის შექმნაზე. ტუსკის მთავრობა ადამიანის უფლებებზე საუბრობს, როცა მათი მეგობარი საქართველოში წამების სისტემის შემქნელი სააკაშვილია? ტუსკის ხელისუფლება საქართველოზე რაიმეს ძვირს ამბობს? ადამიანის წამების სისტემის შემქმნელი ძმაკაცებისგან და მეგობრებისგან ადამიანის უფლებებზე შენიშვნებს ვერ მივიღებთ. ტუსკია ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილი დემოკრატად გამოაცხადა და ყრილობაზე ცარიელი სკამი დაუდგა, დითირამბები შეუქმნა. მათ ამერიკის ხელისუფლებასთანაც პრობლემები აქვთ, ალბათ, აკვირდებით. ალბათ, იცით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშილმა.

მისი თქმით, ყველაფერი ადასტურებს, რომ ესეც პოლიტიკური ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ, რათა აქ მუდმივად საკვები მისვცენ რადიკალებს, სალაპარაკო თემა ჰქონდეთ.

„ყველაფერი ადასტურებს, რომ ესეც პოლიტიკური ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ, რათა აქ მუდმივად საკვები მისვცენ რადიკალებს, რომ სალაპარაკო თემა ჰქონდეთ. ეს ის ხელისუფლება და ქვეყანაა, რომელმაც წამების შემქნელი სისტემის მეგობარია, თანამებრძოლია და ამით იზიარებს მათ შორის პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს ციხეებში სააკაშვილის მიერ შექმნილ წამების სისტემაზე. საქართველოში მისიის ჩამოსვლას კი არა, რასა იუკნევიჩიანეს ჩამოსვლასაც კი ვუშვებთ. ეს ადამიანი ქართველი ხალხის მიმართ მტრული და ფაშისტური დამოკიდებულებით არის, მაგრამ მასაც კი ვუშვებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×