რეზონანსი
30.01.2026

კა­ხე­თის გზა­ზე, ვა­ზი­ა­ნის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, და­შავ­და კი­დევ ერთი, რო­მელ­მაც რო­გორც ჩანს, მან­ქა­ნი­დან გა­მოს­ვლა შეძ­ლო და სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს.

"მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს უკ­ნი­დან და­ე­ჯა­ხა დიდი ტრა­ი­ლე­რი, რის შე­დე­გა­დაც მან­ქა­ნა აფეთ­ქდა და მთლი­ა­ნად და­იწ­ვა.

უკვე ცნო­ბი­ლია რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან უსუ­ფარ კურ­ბა­ნო­ვი და გან­ჯა კურ­ბა­ნო­ვა, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია გულ­ხა­ნუმ მა­მე­დო­ვა. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ეს­წრო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა­ფე­რი ისე უცებ მოხ­და, რომ მათი დახ­მა­რე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო, მან­ქა­ნა მთლი­ა­ნად ჩა­ი­ფერ­ფლა.

"ეს იყო სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი. მე სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმოძ­რა­ობ­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ზე უკ­ნი­დან იყო და­ჯა­ხე­ბუ­ლი დიდი ტრა­ი­ლე­რი, ეტყო­ბა გაზი ეყე­ნა მერ­სე­დეს­ში და აფეთ­ქდა. სულ დამ­წვა­რი იყო მან­ქა­ნა. მარ­თლა სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. არ ვიცი რო­გორ და­ე­ჯა­ხა ტრა­ი­ლე­რი, შე­საძ­ლოა "მერ­სე­დე­სი" გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო გვერ­დზე და ტრა­ი­ლერი და­ე­ჯა­ხა. სხვა­ნა­ი­რად არ ვიცი, ეს რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. 

ახალ ავ­ტო­ბან­ზე, ვა­ზი­ა­ნის მხა­რეს მოხდა ეს ტრა­გე­დია. წამ­ში ჩაქ­რა ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. ერთი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იქვე ეს­ვე­ნა, გა­და­ფა­რე­ბუ­ლი იყო ზე­მო­დან და ამ­ბობ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცოლ-ქმა­რია გარ­დაც­ვლი­ლე­ბიო. ერთი მო­შო­რე­ბით იყო და­შა­ვე­ბუ­ლი, იმე­დია, ის მა­ინც გა­დარ­ჩა. ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­ნა­შა­ვე" - განუცხადა "ამბებს" თვითმხილ­ვე­ლმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×