რეზონანსი
30.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

სამდღიანი ტრენინგი მიზნად ისახავდა დაცვის პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერებასა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, რომელსაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს უფროსი ნიკა მაისურაძე დაესწრო და თანამშრომლებს სიტყვით მიმართა.

ნიკა მაისურაძემ შშმ პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის კურსები, სამართალდამცველთა საქმიანობის განხორციელებას უფრო ეფექტიანს გახდის.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 3 ეტაპად ჩატარდა და გადამზადება, დაცვის პოლიციის 100-მდე თანამშრომელმა გაიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×