რეზონანსი
30.01.2026

ირაკლი სტურუასა და ნათია წიქარიძის წყვილი, რომლებიც სოციალურ ქსელში იკანათიას სახელით იყვნენ ცნობილი დაშორდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია წიქარიძემ თავად დაწერა და გამომწერებს კითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, ისინი რჩებიან შვილებისთვის საუკეთესო მშობლებად და მეგობრებად.

„ბევრი სიხარული და ბევრი მწუხარებაც გვქონდა ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად და ამიტომ მგონია სწორი, რომ სიმართლე თავად ჩემგან გაიგოთ.

ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ დროა. მე და ირაკლი საერთო გადაწყვეტილებით ერთმანეთს დავშორდით. ეს არ არის ერთ დღეში გადადგმული ნაბიჯი, ან იმპუსლური გადაწყვეტილება. ეს არის დიდი ხანის განმავლობაში დაგროვებული განცდების, სიჩუმის და გააზრების შედეგი.

რთული, მაგრამ ორივეს მხრიდან გააზრებული გადაწყვეტილებაა. მე არ ვაპირებ დეტალებზე საჯაროდ საუბარს. არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ განსაკუთრებით მაშინ, როცა სამი შვილი გვყავს.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მშობლად და მეგობრებად,“ - დაწერა ნათია წიქარიძემ.

წყვილს სამი შვილი ჰყავს - ნიცა, დანიელი და სანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×