
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საპატრიარქოს და სასულიერო პირებს მიმართავს და ეკითხება, სად არიან, რატომ არ იბრძვიან სამართლიანობისთვის, მაშინ როცა ამდენი ადამიანი უსამართლოდ არიან ციხეში.
"ის რაც მე შემეხო [ გალობის აკრძალვა მისი პოზიციის გამო] ახლა მეცინება, რადგან რაც დრო გავიდა, ამატეს და ამატეს “ღირსეული საქციელი“, რომელიც საპატრიარქოს კი არა, ნებისმიერ ადამიანს არ ეკადრება, მაგრამ მათგან წამოსული ხო საერთოდ. სად ხართ, სულ მინდა ვკითხო, სად არიან ის ადამიანები, საპატრიარქოდან, ანაფორები რომ აცვიათ და უსამართლობისთვის, რომ ხალხს ალპობენ ციხეში, სად ხართ, სამართლიანობისთვის რატომ არ იბრძვით, რატომ არ იკითხავთ, როგორ უჭირთ ამ ადამიანებს, როგორ უჭირთ მათ ოჯახებს. მინდა პატიმრების დედებს მოვეფერო და მადლობა ვუთხრა იმ გმირული საქციელისთვის, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი შვილების, არამედ ჩვენი შვილების და მომავლისთვის ჩადიან", - განაცხადა ჭოხონელიძემ.