რეზონანსი
29.01.2026

 ეს არ არის ერთჯერადი პიარ-აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი არასდროსაა მოკლევადიანი.

„ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, თუ ვინმეს ეს ეჭვი აქვს. ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, როდესაც, ვთქვათ, ერთი თვე შეიძლება შემცირდეს გარკვეულ საქონელზე ფასები, ტაში დავუკრათ და მერე უცბად მოიმატოს და შეიძლება იმაზე მეტადაც კი მოიმატოს, რაც იყო, რათა დააბალანსონ ის პერიოდი, ის დანაკარგი, როდესაც შეამცირეს ფასები. ეს ასე ვერ მოხდება. თუ მივედით და იმედი მაქვს, რომ მივალთ შემცირებამდე, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განგრძობადი დროში და ყველამ ერთად უნდა ვიგრძნოთ ეს ყველაფერი ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×