რეზონანსი
29.01.2026

 მექსიკას შესანიშნავი და უაღრესად ინტელექტუალური ლიდერი ჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ ლიდერბმა ქვეყნებს შორის საზღვარზე, ნარკოტრეფიკინგის შეჩერებასა და ვაჭრობაზე ისაუბრეს.

„ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან. ის ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგად წარიმართა. საუბარი ძირითადად საზღვარზე, ნარკოტრეფიკინგის შეჩერებასა და ვაჭრობაზე იყო ორიენტირებული. მალე კვლავ ვისაუბრებთ და საბოლოოდ, შეხვედრებს ჩვენს ქვეყნებში დავგეგმავთ. მექსიკას შესანიშნავი და უაღრესად ინტელექტუალური ლიდერი ჰყავს - ისინი ამით ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ!",- წერს დონალდ ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×