რეზონანსი
29.01.2026

 ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.

მისი თქმით, გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.

"ბევრი სტატუსი შემხვდა TSU-სა და STU-ს გაერთიანებაზე, ხშირად მხოლოდ ყალბ ემოციებზე დაფუძნებული, მაგრამ ცოტა რომ დავწყნარდეთ და რაციონალურად, ცივად შევხედოთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.

ერთ მხარეს არის TSU, ძლიერი მეცნიერება, თეორია, ფუნდამენტი.

მეორე მხარეს STU, ინჟინერია, ტექნოლოგიები, პრაქტიკა.

და ახლა კითხვა:

რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვადასხვა უნივერსიტეტში?

გაერთიანება ნიშნავს, რომ

სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.

მეტი რესურსი წავა ლაბორატორიებზე, კვლევებზე, სტიპენდიებზე და არა დუბლირებულ ადმინისტრაციებზე.

გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი:

უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში

უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ.

ამავდროულად შეგახსენებთ რომ გივი მიქანაძის თქმით, გაერთიანების შემდეგ ნარჩუნდება სახელი: თსუ (ისევე როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს და არაა საჭირო ყველაფერზე ფსევდოპატრიოტული გრძნობების ყალბად ფრქვევა- წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×