
თვეების განმავლობაში ხელმისაწვდომი ინფორმაციის შემდეგ, საემიგრაციო სამსახურის აგენტების მინაცემები META-ს საკუთრებაში არსებულ პლატფორმებზე - ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და ტრედზე - მოულოდნელად დაიბლოკა. „ჩვენ ვზღუდავთ გარკვეულ აქტივობებს ჩვენი საზოგადოების დასაცავად", - ნათქვამია ინსტაგრამის განცხადებაში.„შეგვატყობინეთ, თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა დავუშვით".
ასეთი ინფორმაცია META-მ მომხმარებლებისთვის თვეების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო. აგენტების სიის, ეს.წ. ICE List-ის შემქმნელმა, დომინიკ სკინერმა განაცხადა, რომ ვებსაიტზე ბმულები META-ს პლატფორმებზე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პრობლემების გარეშე ვრცელდებოდა.
ICE List არის ბაზა, რომელიც ევროპაში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა და აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტების პირად მონაცემებს ასაჯაროვებს.
META-ზე წვდომის შეზღუდვა აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურისა და მისი ნიღბიანი ოფიცრების მიმართ პროტესტისა და კრიტიკის ფონზე მოხდა.
მეტას პლატფორმებზე მიმდინარე ამ აკრძალვას, სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა ტრამპისა და ცუკერბერგის „დაახლოებულ უთიერთობას" უკავშირებს.
ცუკერბერგმა გასულ წელს ტრამპს სარჩელის ფარგლებში 25 მილიონი დოლარი გადაუხადა - რომელიც 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ მისი ანგარიშების შეჩერებას ეხებოდა - ამ „დაახლოების" ნაწილად იქცა ტრამპის მეგობრისა და UFC-ის ხელმძღვანელის, დანა უაიტის META-ს დირექტორთა საბჭოში შეყვანაც. ამასთან, ცუკერბერგმა პლატფორმებიდან ფაქტების გადამოწმების მექანიზმები გააუქმა და მათ ნაცვლა „საზოგადოებრივი შენიშვნები" დანერგა.
სამშაბათს META-ს წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა განაცხადა:
- „ჩვენი საზოგადოებრივი სტანდარტები კრძალავს პირადი ინფორმაციის გაზიარებას ან მოძიებას".
ევროპაში დაფუძნებულმა ICE List-მა, რომელიც პირველად 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმატორმა მას ICE-სა და სასაზღვრო პატრულის 4500 თანამშრომლის შესახებ მასალა მიაწოდა., როგორც ამბობენ, საუბარია ტელეფონის ნომრებზე, სახელებზე, თანამდებობებზე, საკონტაქტო ინფორმაციაზე ანალიზებმა აჩვენა, რომ ICE List-ში არსებული მონაცემების დიდი ნაწილი სინამდვილეში ICE-ს აგენტებისა და მიმდებარე ჩინოვნიკების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტებიდან არის აღებული.
ამასთან, META-ს საზოგადოებრივი სტანდარტების პოლიტიკის კონფიდენციალურობის დარღვევის განყოფილება, როგორც ჩანს, META-ს მიერ პირადი ინფორმაციის შენახვის შესახებ პრეტენზიებს ეწინააღმდეგება.
პრეისტორია
ცენზურის აშკარა აკრძალვა მინეაპოლისში გასულ შაბათ-კვირას ალექს პრეტის მკვლელობას მოჰყვა. მინეაპოლისში მინეაპოლისში 37 მედძმა ანტისაიმიგრაციო სამსახურის ნიღბიანმა აგენტებმა საპროტესტო აქციაზე მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინციდენტის კადრებმა დიდი სახალხო მღელვარება გამოიწვია და მთელი ამერიკის მასშტაბით ტრამპის საწინააღმდეგო პროტესტს ნავთი დაასხა.
რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა გააერთიანეს ძალები ინციდენტის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით. რესპუბლიკელმა სენატორმა ბილ კასიდიმ ხაზი გაუსვა საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების (ICE) და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) სანდოობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მან განაცხადა: "უნდა ჩატარდეს სრული ერთობლივი ფედერალური და სახელმწიფო გამოძიება."
დემოკრატმა კანონმდებლებმა, მათ შორის ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა და ჩაკ შუმერმა, ასევე მოითხოვეს, რომ ფედერალურმა საიმიგრაციო ორგანოებმა მინესოტას შტატი დატოვონ.