
თავისუფლება ირაკლი ღარიბაშვილს - ექს პრემიერის შეწყალების კამპანია სოციალურ ქსელში. ფეისბუქში ოცნების მხარდამჭერები "ოცნების" პრეზიდენტისგან ღარიბაშვილის შეწყალებას ითხოვენ.
ექს-პრემიერის გულშემატკივრების ფეისბუქ გვერდზეამ დრომდე ერთი საჯარო პოსტი და ასობით კომენტარია, თხოვნით - "შეიწყალეთ ღარიბაშვილი".
"პირველები" ღარიბაშვილის ადვოკატს, მიხეილ შაყულაშვილს დაუკავშირდა და ჰკიხტა, ხომ არ აპირებს ყოფილი პრემიერის მხიეილ ყაველაშვილისთვის შესყალების თხოვნით მიმართვას.
ამ კვირაში ვნახე მგონი ორშაბათს. ჩვეულებრივად გრძნობს თავს, ჯანმრთელად არის, ნორმალურად არის, სათქმელი არაფერი აქვს. პირობები როგორც სხვას ისე მასაც.
რაც შეეხება მიმართვას და პოლიტიკურ ნაწილს, მაგ მიმართულებით არ ვერევი. სუფთა სამართლებრივი კუთხით, ბატონ ირაკლის მსგავსი არაფერი გამოუთქვამს. აპირებს, თუ არ აპირებს, ამ ეტაპამდე არ გამოუთქვამს მასეთი მიდგომა, რომ რაიმე დაიწეროს (შეწყალებაზე)", - ამბობს მიხეილ შაყულაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე