
პრეზიდენტის მოხსენების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენაც გადაიდო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის თავის მოხსენებას, სავარაუდოდ, მარტის პირველ კვირაში წარადგენს.
„პარლამენტის რეგლამენტიდან გამომიდინარე, გათვალისწინებულია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელიც, ასევე, როგორც წესი, პირველ სასესიო კვირას იმართება, თუმცა იმავე მიზეზიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის მოხსენების კვირასაც არ დაემთხვეს, ვვარაუდობ, რომ მარტის პირველ კვირას წარმოვადგენ ჩემს ანგარიშს პარლამენტის წინაშე,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში გადაიდო მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების წარდგენაც. პაპუაშვილმა განმარტა, რომ მომავალ კვირას, პრემიერ-მინისტრს უცხოეთში ვიზიტი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, მოხსენებას მთავრობა ესწრებოდეს, პროცესი 17 თებერვლისთვის გადაიდო.