რეზონანსი
29.01.2026

ჯარის ძარცვის საქმე - დღეს სასამართლოში მოწმედ მისულმა შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ჩვენება შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მისცა, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ლელა გულედანმა თქვა, რომ ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს, რომ მოენდომებინდა გორის ჰოსპიტალისთვის შესასყიდი აპარატის ხელშეკრულება საიდუმლო არარ იქნებოდა. 

მოწმემ ასევე თქვა, რომ სამინისტროდან ჯუანშერ ბურჭულაძის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა სისტემა.

კერძოდ, გულედანის თქმით, ღია საბიუჯეტო ინფორმაციის თანამშრომლებისთვის მიცემა აკრძალული გახდა.

2023 წელს ვმუშაობდი ფინანსების მართვის უფროსის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროში. 

ჩემი კურატორი იყო გიორგი ხაინდრავა. კომისიაში იყო შესყიდვების უფროსიც (ვლადიმერ ღუდუშაური). ჯუანშერ ბურჭულაძის წასვლის შემდეგ, წელიწად ნახევარი ვიმუშავე სამინისტროში და შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა სისტემა-ღია საბიუჯეტო ინფორმაციის თანამშრომლებისთვის მიცემა აკრძალული გახდა, რასაც ვერ ვიტყვი ჯუანშერ ბურჭულაძის პერიოდზე. ამის გაპროტესტებას შეეწირა ჩემი სამსახურიც. როცა გორის ჰოსპიტალისთვის შესასყიდი აპარატის ხელშეკრულება  მოვიდა ჩემამდე, მაშინ გავიგე, რომ 14 მილიონი უნდა გაგვეთავლსიწინებინა ბიუჯეტში. როგორც წესი, ფასთა გამოკითხვას კომისია ყურადღებას არასდროს აქევდა. შესყიდვების უფროსსს რომელიც ძირითადად მინისტრის სახელით საუბრობდა, რომ მოენდომებინა, ერთი ზარი იქნებოდა საკმარისი რომ შესყიდვები საიდუმლო აღარ ყოფილიყო.

მოწმეს კითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმა მინისტრმა:

ჯუანშერ ბუჭულაძე- ჩემი მინისტრობის დროს როგორი იყო დამოუკიდებლობის ხარისხი?

მოწმე-ნორმალური

ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდებული შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პროკურატურის ოქროს მოწმეა, რადგან სწორედ მან მისცა ჩვენება თავდაცვის ექს მინისტრის წინააღდმეგ.  

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×