რეზონანსი
29.01.2026

პოლიციელის ცემაში ბრალდებული დავით შარაშიძე  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს - გადაწყვეტილება დეპუტატებმა ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.  შარაშიძე ამ დრომდე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. 

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას დაკავებულის პირველი მოადგილე, ზააალ მამალაძე შეასრულებს. 

პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე გუშინ დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×