
ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.
„როდესაც ვხედავთ თავხედურ პოლიტიკას და თავხედურ განცხადებას, როდესაც ის არასამთავრობო ცენტრი გადმოვიდა ბრიუსელში და შემდეგ ბრიუსელის წარმომადგენლები როგორ ღიად ეუბნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც სურთ, რომ თავის მარიონეტად აქციონ, რომ დიახ, ჩვენ ვეძებთ ყველანაირ გზას, რომ ის აგენტურა და უსამშობლოთა გაერთიანება რაიმე გზით დავაფინანსოთ, მაქსიმალურად გვერდი ავუაროთ ყველა იმ კანონს, რომელიც თქვენ მიიღეთ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის დასაცავად. როდესაც ამას ეუბნებიან თავმოყვარე ხელისუფალს, როდესაც შენ ამას ეუბნები დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელიც პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ყოველთვის გასცემს პასუხს და ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, გასცეს და შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც თავის ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.