რეზონანსი
29.01.2026

მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა. სალომე ბაკურაძეს ტელეწამყვანის ამპლუაში მაყურებელი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს.

„მივესალმები სრულიად საქართველოს და ტყუილად სიტყვებს ბოლო წლებია, რაც არ ვისვრი და დიდი პატივია ჩემთვის, სრულიად საქართველოს თქვენთან ერთად მივესალმო და დავიწყო დილა“, - აღნიშნა სალომე ბაკურაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×