რეზონანსი
29.01.2026

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის უამინდობით გამოწვეული შეფერხებების მიზეზით გადადებას ეხმიანება. მახაშვილის თქმით, ჩნდება კითხვა, გადადების მიზეზი რაიმე სხვა ხომ არ იყო.

„როდესაც უყურებ ამინდის პროგნოზს და ვაშინგტონში ნორმალური, კარგი ამინდია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი სხვა რაღაც ხომ არ იყო, რომელიც საზოგადოებისგან შეგნებულად დამალეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისასალმებელია ასეთი შეხვედრების გაუქმება იმიტომ, რომ როგორც წინა შეხვედრებიდან ვიხილეთ, ამ ადამიანების მონაწილეობით ამავე ფორმატში ასეთი საუბრები ხელს არ უწყო ს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას და იმედია, მომავალში ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. კომისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ცნობით, ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო გადადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×