რეზონანსი
29.01.2026

ლაგოდეხში კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი სცემეს - დაკავებულია სამი პირი

რამაზ მანაგაძე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გუშინ გახდა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს დაიწყო, როდესაც სამართალდამცველები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გადამოწმების მიზნით, სამი პირის შეჩერებას ცდილობდნენ. დაკავებულებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის შედეგად ოთხმა პოლიციელმა, მათ შორის რამაზ მანაგაძემ, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაკავებულები არიან: 2001 წელს დაბადებული ნ.შ. და წარსულში ნასამართლევები 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ი.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული გამომძიებელი რამაზ მანაგაძე ლაგოდეხში მერის წარმომადგენლის, ვანო მანაგაძის ძმაა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წინააღმდეგობასა და ძალადობას გულისხმობს და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×