რეზონანსი
28.01.2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეეჯახა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ახალგაზრდები მარნეულის სოფელ სადახლოში ცხოვრობდნენ. გარდაცვლილები არიან 24 წლის ბიჭები უფუგ ბადალოვი და უმუდ ადგოზალოვი. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე მანქანა გოგოს ოჯახში მიდიოდა და სწორედ მექორწილეებს მოუხდათ ავარია.

"ასე გავიგე, რომ პატარძლის ოჯახში მიდიოდნენ, ამბობენ, მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა და ხეს შეეჯახნენ. სასწრაფო მალე მოვიდა, მაგრამ ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ერთი გადაყვანილია საავადმყოფოში. უმძიმესი სანახავია მანქანა, ყველაფერი სისხლში იყო მოსვრილი. დაღუპულებს მე არ ვიცნობდი, მითხრეს რომ სოფელ სადახლოდან არიან. 

მარნეულში სამწუხაროდ ხშირია ავარიები. მიზეზი ისევ სიჩქარეა. როგორც ჩანს, ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა მძღოლმა და ხეს შეასკდა. არ ვიცი რა გამოასწორებს ამ უბედურებებს. ძალიან სწრაფად დადიან მანქანებით ახალგაზრდები. ბევრს ჰყავს "ბეემვე"და მართლა სულ მეშინია, მანქანით რომ ვმოძრაობ, ვინმე არ დამეჯახოს. რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, დღე არ გავა არ გავიგოთ მძიმე ავარიების შესახებ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სადახლოში მაცხოვრებელი გვიდასტურებს, რომ ახალგაზრდები ქორწილში მიდიოდნენ. მისი თქმით, სუფრა გოგოს სახლში იყო გაშლილი და დღეს იქ უნდა გამართულიყო ქორწილი. 

“დღეს ქორწილი იყო გოგოს სახლში, იქ მიდიოდნენ ყველანი და ამ დროს მოხდა ავარია, დაიღუპა ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა. მეტი რა უნდა გითხრათ. ახლა საავადმყოფიში ვარ და საუბარს ვერ შევძლებ”, -გნაცახადა მან.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×