რეზონანსი
28.01.2026

პარლამენტის თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევასა და ოპოზიციურ მედიაში გამოყენებული ტერმინის მიღმა ევროკავშირის მესვეურების პასუხისმგებლობას ხედავს. საუბარია 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის საქმეზე, რომელსაც მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია "სასახლის ღობის" საქმედ მოიხსენიებს. ამ ტერმინოლოგიის უკან, შალვა პაპუაშვილი მიზანმიმართულ პროცესს ხედავს. პარლამენტის სპიკერის აზრით, "გამჭვირვალობა" 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებში მონაწილეების წახალისებას და ტერორიზმის გამართლებას, ბრიუსელის გრანტის ფარგლებში ცდილობს. პაპუაშვილმა დღეს საზოგადოებას, 4 ოქტომბერს მძიმედ დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც შეახსენა და თქვა, რომ ევროკომისიასაა და ევროკავშირის საელჩოს ამ დრომდე ფაქტი არ დაუგმიათ, რაც მათ მიზნებზე დამატებით კითხვებს აჩენს.

რატომ მონათლეს ხელისუფლების ოპონენტებმა დამხობის საქმე, რომელსაც ათობით ფიგურანტი ჰყავს და ასობით მტკიცებულება აქვს, ღობის საქმედ? - ამ კითხვაზე დღეს 4 ოქტომბრის ორგანიზატორ და მხარდამჭერ პარტიებში არ საუბრობენ.

ძალადობის, ტერორიზმისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საზოგადოების თვალში გაუბრალოება - ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობა 4 ოქტომბრის საქმისთვის სახელის შეცვლის მცდელობას. მმართველ გუნდში ოპოზიციურ მედიასა და არასამთავრობოებს საერთო ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ოქტომბერში რევოლუციის მცდელობა სწორედ ევროპელი ბიუროკრატების დუმილით იყო წახალისებული.

4 ოქტომბრის საქმეზე, რევოლუციის მცდელობისა და ძალადობრივი ქმედებების გამო სულ 46 ადამიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობს. ორგანიზატორებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რატომ უწოდებს ოპოზიციური მედია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" 4 ოქტომბრის სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობის და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების საქმეს - "სასახლის ღობის საქმეს" - პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ევროკავშირის საელჩოზე და ბრიუსელზე მოდის, რომელიც გიგაურის ენჯეოს მთავარი დონორია. პაპუაშვილის თქმით, "ტვ პირველი" და "გამჭვირვალობა" 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებში მონაწილეების წახალისებას და ტერორიზმის გამართლებას ცდილობენ. პარლამენტის სპიკერმა დღეს საზოგადოებას 4 ოქტომბერს მძიმედ დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც შეახსენა და თქვა, რომ ევროკომისიასა და ევროკავშირის საელჩოს ამ დრომდე ფაქტი არ დაუგმია, რაც მათ მიზნებზე დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×