
ქეთევან მიქიაშვილის განცხადებით, „ნიკორას“ საწარმოს გახსნის ცერემონია აქციას ჰგავს, მასზე მიწვეული ხალხიდან გამომდინარე.
„ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად. 24 საათი 7 დღე რომ აქციებზე დგანან და არჩევნებზე ტირიან რუსეთს მიგვაერთესო. ნამდვილ ქართველ ხალხს რომ "აქენსელებდნენ" ეგ ხალხი მიიყვანეს.
რაო "ნიკორავ"? შიმშილით სული გვძვრებაო და ორ ნაბიჯში თითო მაღაზიას რომ ხსნით ამათი საჭმელი და საგულაო ფული ხომ კარგად გაქვთ სულ? ნახეთ უბრალოდ დაათვალიერეთ ალბომი, ჩვეულებრივად აქცია მიიწვიეს ამ ხალხმა და ჩამოურიგეს საჩუქრებიც. გიგი უგულავა ვერ ესწრება საზღვარგარეთ ყოფნის გამო თქვენი ფულის საკეთებელ მორიგ შეკრებას, სამწუხაროა და ზურაბ ადეიშვილი. არ გეგონოთ რომ ქართველი ხალხი ვერ ვხედავთ რასაც კადრულობთ, ხალხს რასაც აცლით ჯიბიდან და ვისაც უკუჭავთ, ვისაც ეტენებით და რა ძალა ხართ მთლიანად კომპანიიდან-სტუმრებამდე ძალიან კარგად ჩანს“, - წერს ქეთევან მიქიაშვილი.