რეზონანსი
28.01.2026

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნაცემი პოლიციელი პირველ კომენტარს აკეთებს, თუმცა კონკრეტულად არაფერს ამბობს. გოგა ჯინჭარაძემ სატელეფონო ზარს კი უპასუხა, მაგრამ მხოლოდ ასეთი რა  თქვა:

"მიმართეთ პრესსამსახურს" - უთხრა ჯინჭარაძემ "ტვ პირველს". 

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება რესტორანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩოხატაურის მოქმედმა თავმჯდომარემ  ყოფილი თავმდჯომარე, ირაკლი კუჭავა "ცუდად მოიხსენია". ირაკლი კუჭავა და ნაცემი პოლიციელი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.

"ტვ პირველი" პოლიციელის ცოლსაც ესაუბრა. მარიტა ბარამიძემ ამბობს, რომ მომხდარზე ვერ ისაუბრებს, რადგან სახლში ექიმი ჰყავს გამოძახებული. 

"ძალიან ცუდად ვარ და საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვი, ნერვული შეტევა მაქვს ისე ცუდად ვარ, ვერაფერს გეტყვით. ექიმი მყავს სახლში და ბოდიშის გიხდით რა", - თქვა მარიტა ბარამიძემ. 

პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდები ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე გუშინ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად გაავრცელა. 

უწყების ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.  კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×