
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ომი არ იქნება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს თავისი არმიის განვითარებას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საზღვრების გასწვრივ გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს და შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე იარაღით აღჭურავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არმიის მისია ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვით შემოიფარგლება.
მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ომისთვის არ ემზადება და მშვიდობა ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე საიმედო საფუძვლად შეაფასა.
- ფაშინიანი: „სომხეთი ომისთვის არ ემზადება, რადგან ომი არ იქნება."
"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და მშვიდობაზე უფრო საიმედო უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს", - თქვა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ,სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულფასოვანი სამშვიდობო ხელეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული. ამასთან, საინტერესოა, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის შუამავლობით, ხელი მოეწერა შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მიზნად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირებას ისახავს,
თუმცა რა უშლის ხელს სამშიდობო დოკუმენტის საბოლოო გაფორმებას, ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია.
„ბაქო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს მანამ, სანამ სომხეთი კონსტიტუციის ტექსტიდან არ ამოიღებს იმას, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პრეტენზიებს წარმოადგენს. სომხეთი, თავის მხრივ, კონსტიტუციურ ცვლილებებს ამზადებს, მაგრამ ისინი 2027 წელს დაგეგმილ რეფერენდუმზე უნდა რატიფიცირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შესაძლოა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელახლა არჩევისთვის რთული ბრძოლა მოუწიოს, ეს კონსტიტუციურ ცვლილებებს, ისევე როგორც სამშვიდობო შეთანხმების მომავალს, ჰაერში ტოვებს.- წერს ანალიტიკური ორგანიზაცია" რენდ ქორფორეიშენი."
ფაშინიანის განცხადება
ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა,მისი თქმით, ბოლო წლებში სომხეთის არმიამ შეიძინა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა - ისეთი ხარისხისა და სპეციფიკაციის, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაშიც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება მოხდა.
„თუმცა, ასევე უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ გაკეთდა იგივე 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში?
ჩვენი თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვის პოტენციალი, თავაზიანად უარს ამბობდა სომხეთის რესპუბლიკისთვის იარაღის მიყიდვაზე ორი ძირითადი მიზეზის დასახელებით:
1) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ იარაღი სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ არ განლაგდებოდა;
2) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ იარაღის საიდუმლო სპეციფიკაციები დაცული დარჩებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომელშიც სომხეთის წევრობა ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებების დადებისას. (..._ისინი ასევე უარს ამბობდნენ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მოწოდებაზე, რისთვისაც სომხეთს უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკისთვის და აშკარა გახდა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და ჩვენი სუვერენიტეტის ნულამდე შემცირების შესახებ", - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, ეს ეგზისტენციალური საფრთხე ორი გადამწყვეტი მოვლენის წყალობით დაძლიეს: 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივ ფორმატში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, რომლის თანახმადაც სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარეს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის გაყინვით.
ფაშინიანი: „სომხეთი ომისთვის არ ემზადება, რადგან ომი არ იქნება."