რეზონანსი
28.01.2026

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, საიდანაც დაფუძნების დღიდან "მთავარი არხი" მაუწყებლობა, გაიყიდა. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გარიგება 12 იანვარს გაფორმდა - 2 515 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მფლობელი კი შპს "ლისი თაუერსი" გახდა.

ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები ბიზნესმენები ალექსანდრე მეტრეველი და ემზარ რექვიაშვილი არიან. 

"მთავარი არხის" სამაუწყებლო ცენტრი "საქართველოს ბანკის" საკუთრება იყო, მანამდე მას ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კომპანია ფლობდა. 

"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა  2024 წლის თებერვალში შეწყვიტა. ამის შემდეგ შენობა დაკეტილი იყო, 2025 წლის 12 იანვარს კი ტერიტორია სრულად გაიყიდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×