რეზონანსი
28.01.2026

პოლიციელის ვინაობა, ვისზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებითაც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს, გოგა ჯინჭარაძეა. როგორც შსს გავრცელებულ განცხადებაში წერს, სამართალდამცველს დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. 

დაპირისპირება "ოცნების" მაღალჩინოსანსა და პოლიციელს შორის ოზურეგთის რესტორან „ილიკოში“ ნათლობის სუფრაზე დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე ფიზიკურ ანგარისშოწრებაში კიდევ ორ  პირთან ერთად იყო ჩართული, რომლებსაც ახლა პოლიცია ეძებს. 

"ტვ პირველი" ოზურგეთში ესაუბრა იმ ოჯახის წევრს, რომელსაც რესტორანში ბავშის ნათლობა ჰქონდა. ბავშვის ბებია მომხდარზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დაპირისპრიების დროს რესტორანში უკვე აღარ იმყოფებოდა.

"ბავშვი მყავდა ჩაბარებული, ამიტომ მივედი და წამოვედი მალევე. ვერ გეტყვით ვერაფერს", - განაცხადა ბებიამ. 

რესტორან "ილიკოში" ასევე სტუმრებს შორის იყო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიაც, თუმცა ის ჩხუბის დროს უკვე სახლში იმყოფებოდა. 

"არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს. მეც ვიყავი კი დაპატიჟებული, მაგრამ მე წამოვედი ადრე და გავიგე ამ დილით. არაფერი არ ვიცი აბსოლუტურად. ვინ არის მიმალვაში ეგეც არ ვიცი. პოლიციელებს დაკითხვაზე არ დავუბარებივარ", - აღნიშნა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ.

პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდები ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე გუშინ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად გაავრცელა. 

უწყების ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×