რეზონანსი
27.01.2026

 "უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიულ კამპანიაში" - პიტერ სიიარტო

"არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის" გამო უკ­რა­ი­ნის ელჩი უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­ბა­რეს. ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, პე­ტერ სი­ი­არ­ტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"დღეს ბუ­და­პეშ­ტში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩი და­ვი­ბა­რეთ. არ შე­ვე­გუ­ე­ბით უნ­გრე­თის არ­ჩევ­ნებ­ში არა­ვი­თარ ჩა­რე­ვას, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის მცდე­ლო­ბას, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს შე­დე­გებ­ზე და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩა­ე­რი­ოს პარ­ტია "ტი­სას" სა­სარ­გებ­ლოდ.

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა ჩა­ერ­თნენ ღია, უსირ­ცხვი­ლო და აგ­რე­სი­ულ გავ­ლე­ნის კამ­პა­ნი­ა­ში. მათი მი­ზა­ნი ნა­თე­ლია: უნ­გრე­თის არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ბა პარ­ტია "ტი­სას" სა­სარ­გებ­ლოდ.

მაგ­რამ მხო­ლოდ უნ­გრელ ხალ­ხს შე­უძ­ლია უნ­გრე­თის მო­მავ­ლის გა­და­წყვე­ტა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნ­გრეთ­ში მი­ი­ღე­ბა, არა ბრი­უ­სელ­ში და ნამ­დვი­ლად არა კი­ევ­ში. ყო­ვე­ლი შე­საძ­ლო ზო­მით და­ვი­ცავთ ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს!" - წერს სი­ი­არ­ტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×