რეზონანსი
27.01.2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც - “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”. 

ნინო წილოსანის განცხადებით, მაია სანდუ არის პრეზიდნეტი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანა სურს, აქედან გამომდინარე კი მარტივი მისახვედრია, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება თავად ის.

“მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც უტიფრად შეუძლია თქვას, რომ საკუთარი ქვეყნის გაუქმებას დაუჭერდა მხარს და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება ის თავად…”- წერს ნინო წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×