რეზონანსი
27.01.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ჩაკვეტაძემ  მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, აღნიშნა, რომ  „თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა.“

„ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე ,,დსთ”-ს წევრია და მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა. 

თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა.

აღარაფერი რომ ვთქვათ მოლდოვაში კორუფციის დონეზე, სიღარიბესა და დახურულ მედია საშუალებებზე.

საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია!

ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას და საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმს“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×