რეზონანსი
27.01.2026

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ.

სხდომაზე გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასების თემაა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტრატეგიაც შეიმუშავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

"ნებისმიერ საკითხში, ყველაზე კარგი მკვლევარი და შემფასებელი, მათ შორის, აქციებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, არის საზოგადოება. განსაკუთრებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც არაფერი იმალება.

ძალიან კარგად ვიცით, რა ხდებოდა საქართველოში ერთი და ორი წლის წინ. თავად რადიკალური აქციის მონაწილეები დასდევდნენ პოლიციელებს, ესროდნენ ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, უნდოდათ გამოეყვანათ მდგომარეობიდან. პოლიციელს ვალდებულებაც კი აქვს, რომ ასეთი რადიკალი აქციის მონაწილეები განარიდონ ადგილს.

ვხედავთ, დღეს რა ხდება ამერიკაში. უწყების თანამშრომლები, რომლებიც არბევენ რადიკალური აქციის წარმომადგენლებს ამბობენ, რომ უნდა დაიცვან დემოკრატია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×