რეზონანსი
27.01.2026

ჩვენი მიზანი არის, რომ შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ბერეკაშვილმა. მისი თქმით, სწორი მიდგომებით შესაძლებელია, რომ მოხდეს ფასების შემცირება.

„ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროცესში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, იქნება ეს დილერები, დისტრიბუტორები, მწარმოებლები თუ იმპორტიორები. შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ ოპტიმიზაცია პროცესების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ეს არის აღნიშნული კომისიის მიზანი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ბიზნესთან ერთად და ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ რა პროცესები არის ამისთვის საჭირო, როგორ შევძლოთ ოპტიმიზაცია, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და ეს აისახოს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს ფასების კლებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაც. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×