რეზონანსი
27.01.2026

დონბასის რეგიონიდან უკრაინის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს. როგორც დმიტრიევი სოციალურ ქსელში წერს, ეს გზა არის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გასაღები.

„დონბასიდან გასვლა კიევისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, - წერს დმიტრიევი.

ამასთან, დმიტრიევმა გააზიარა „ფაინენშალ თაიმსის“ მასალა, სადაც საუბარია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებულია იმაზე, დაეთანხმება თუ არა უკრაინა ჯარების გაყვანას კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დონბასში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×