რეზონანსი
27.01.2026

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმიანება. დეპუტატის შეფასებით, უკრაინის მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკას აქვს ადგილი, საქართველოს კი ომის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ პოზიცია არ შეუცვლია.

„როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკა მიდის. ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. კი, ბატონო, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ახლა ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×