რეზონანსი
27.01.2026

მცხე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ მუხ­რან­ში 2 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი პირი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, და­ნა­შა­უ­ლი 24 იან­ვარს მუხ­რა­ნის ცენ­ტრში ხალ­ხის თვალ­წინ მოხ­და - ჩა­ცხრი­ლეს მუხ­რა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ზურა სა­ნა­მაშ­ვი­ლი და გია ქი­ლარ­ჯი­ა­ნი, რის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი თან­მხლე­ბი პირი უკვე და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი არი­ან.

რო­გორც "ამბებისთვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ივა­ნე ზა­რი­აშ­ვი­ლია, მას ახლა გვა­რი გა­მოც­ვლი­ლი აქვს და ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ბუ­თე­ბით ივა­ნე მა­ი­სუ­რა­ძეა, სწო­რედ მან ეს­რო­ლა ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გას­რო­ლით ზურა სა­მა­ნაშ­ვილს და გია ქი­ლარ­ჯი­ანს. მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი კი სპარ­ტაკ ცის­კა­ძეა, რო­მე­ლიც მას ახ­ლდა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, ცის­კა­ძეც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს.

“გლო­ვაა ჩვენს სო­ფელ­ში და ყვე­ლა სა­შინ­ლად გა­ნიც­დის ზუ­რას მკვლე­ლო­ბას. ის აქ ყვე­ლას უყ­ვარ­და და კრი­მი­ნა­ლი რომ ვერ ჭა­ჭა­ნებ­და სო­ფელ­ში, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ზურა ოჯახ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სო­ფელ­ში. ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე და ქალ-ვაჟი. სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ხში­რად იყო სა­ზღვარ­გა­რეთ, ჯერ რუ­სეთ­ში, მერე საფ­რან­გეთ­ში. ბოლო წლე­ბი სულ მუხ­რან­ში ტრი­ა­ლებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ბო­ბენ ტყვია თა­ვის არე­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლიო. მე­ო­რე მოკ­ლუ­ლი სამ­ხედ­რო იყო, ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მას ორი ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი...

ზურა სოფ­ლის ცენ­ტრში თა­ვი­სი მან­ქა­ნით იყო მი­სუ­ლი, რო­გორც თქვეს, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე იმ დროს იყო ზუ­რას ძმაც, ოღონდ ის ყო­ფი­ლა ხორ­ცის მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლი და ამ დროს და­ი­წყო სრო­ლა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ზუ­რას მან­ქა­ნას ჰქონ­და ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნე­ბი და ვერ და­შავ­დე­ბო­და მან­ქა­ნა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყოო. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მან­ქა­ნა ძა­ლი­სის მხა­რეს წა­ვი­და.

ბრალ­დე­ბულს ნი­ღა­ბიც კი არ ეკე­თა, მას ვი­ნა­ო­ბის და­მალ­ვა არ უც­დია. ამი­ტომ არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ას მათი გა­მოვ­ლე­ნა. ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე სულ მთლად გა­და­ჭე­დი­ლი­ყო იყო იქა­უ­რო­ბა ხალ­ხით, მაგ­რამ პო­ლი­ცია ახ­ლოს არა­ვის უშ­ვებ­და. ტყვი­ის მას­რე­ბიც ამო­ი­ღეს, რო­გორც ვიცი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. ზურა ად­რე­ულ წლებ­ში სპორ­ტს მის­დევ­და, მერე შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა. საქ­მე­ებს არ­ჩევ­და, რო­გორც ვიცი. ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ზურა უსა­მარ­თლო გარ­ჩე­ვებ­ში, ის უსა­მარ­თლოს არა­ფერს გა­ა­კე­თებ­და...

ახლა ვინც და­ა­კა­ვეს, ისი­ნი სა­ში­ში კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან. ისი­ნიც მუხ­რან­ში ცხოვ­რო­ბენ. სო­ფელ­ში თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თავ­დას­ხმა­ში. გვა­რე­ბი შეც­ვლი­ლი აქვთ, ნა­სა­მარ­თლე­ვია ორი­ვე. მა­ი­სუ­რა­ძე კი არა, ზა­რი­აშ­ვი­ლია, რო­გორც ვიცი, ახლა ვინც და­ა­კა­ვეს ზუ­რას მკვლე­ლო­ბის­თვის, მისი ძმაც იძებ­ნე­ბა ამ­ჟა­მად, რად­გან ადრე თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბიჭი დაჭ­რა. იმ ბიჭს მერე ფეხი მო­აჭ­რეს, ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და ფე­ხის. მერე ის გა­იქ­ცა ქვეყ­ნი­დან. არ ვიცი, რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­და ახლა ესე­ნი ზუ­რას, მაგ­რამ ერთი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან სა­ში­შე­ბი არი­ან.

ზუს­ტად, არ ვიცი, ახლა რა მოხ­და, მაგ­რამ ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს იყო ზუ­რა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა.ზუ­რას მოკ­ვლა უნ­დო­დათ, იმა­საც ამ­ბო­ბენ, გია შე­ე­ცა­და გა­დაჰ­ფა­რე­ბო­და ზუ­რას და ამ დროს მოხ­ვდა მას ტყვი­ე­ბიო. ახლა ვინც და­კა­ვე­ბუ­ლია, ის ად­რეც მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, მერე კი­დევ და­ი­ჭი­რეს, მგო­ნი, ია­რაღ­ზე და ალ­ბათ ერთი წლის გა­მო­სუ­ლია ცი­ხი­დან. რო­გორც გი­თხა­რით, მისი ძმა ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლია. ესეც წა­სუ­ლი იყო ერთი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან და მერე დაბ­რუნ­და. სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და იმ ად­გი­ლას ყვე­ლა კა­მე­რა მუ­შა­ობს და არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დად­გე­ნა", - განაცხადა სოფ­ლის ერთ-ერთმა მცხოვ­რე­ბმა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თა­ვის შე­ი­კა­ვა.

წყარო: www.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×