რეზონანსი
26.01.2026

როდესაც აშშ-ს ეხება საქმე, კომენტარს თავს არიდებენ ის დიპლომატებიც, რომელთა ბოლო წლების აქტივობა საქართველოში უმეტესად, სწორედ მასპინძელი ქვეყნის შიდაპოლიტიკის განხილვას, კრიტიკასა და კომენტირებას ეთმობა.

„ქრონიკა" დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აშშ-ში, კერძოდ მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს. ამ მიზნით მათ კითხვით გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს მიმართეს, თუმცა მათ დუმილით უპასუხეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე მოიმიზეზა.

„დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეა. გთხოვთ, პატივი ეცით ამ დღე", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×