
პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.
ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ღონისძიება საჭირო იყო იმისთვის, რომ გირაოს პირობებში უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღმოფხვრილი იქნას საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიმალვა.
„დავასახელეთ ორი საფრთხე, ერთი იყო მიმალვის საფრთხე და მეორე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მიუხედავად ამ საფრთხეებისა აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვეთ გირაო, თუმცა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბრალდებულს ჩამორთმეოდა პასპორტი და პირადობის მოწმობა და ასევე დაწესდებოდა აკრძალვა, პროკურორის თანხმობის გარეშე არ გადაეკვეთა საზღვარი. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ გირაოს პირობებში უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღმოფხვრილი იქნას საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიმალვა", - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა